„გეოგრაფიული მდგომარეობიდან  გამომდინარე, ჩვენთვის ყველაზე იაფი ბაზარი რუსეთია“ – ლევან სილაგავა  

„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას განცხადებით, მარცვლეულის იმპორტის მხრივ, საქართველოსთვის ყველაზე იაფი ბაზარი რუსეთია.

როგორც სილაგავა განმარტავს, თუ ქვეყანაში მარცვლეულის მიწოდების ჯაჭვი გაწყდა, დაცულობა ვერ იქნება.

„ბაზრის დაცულობის მაღალი სეგმენტი ქვეყანაში მარცვლეულის მარაგის არსებობაა. მარაგებს კი წისქვილების მუშაობა  ქმნის. როდესაც  წისქვილი მუშაობს,  ადგილზე ხორბლის ორთვიანი მარაგია, ასევე, ხორბალი უკვე გზაშია და ახალი კონტრაქტის გაფორმება ხდება, ეს ნიშნავს ჯაჭვის არსებობას. თუ ეს ჯაჭვი გაწყდა, დაცულობა ნაკლებია“ – აცხადებს სილაგავა.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, რუსული ბაზარი ყველაზე იაფია.

„რომც  გვინდოდეს,   როგორ უნდა შემოიტანო ხორბალი  იგივე ყაზახეთიდან,  რუმინეთიდან ან უკრაინიდან, როდესაც ფასი მაღალია?   სამწუხაროდ, გეოგრაფიული მდგომარეობიდან  გამომდინარე, ჩვენთვის ყველაზე იაფი ბაზარი რუსეთია, იმიტომ რომ სამი შემოსასვლელი აქვს, ეს არის ფოთის და ბათუმის პორტები, ლარსი და გარდაბანი. ტრანსპორტირება სამჯერ უფრო იაფია ვიდრე  ყაზახეთს  აქვს და ორჯერ  უფრო  იაფია ვიდრე რუმინეთს და უკრაინას“ – განმარტავს სილაგავა.

.

მსგავსი თემები