,,ევროპამ უსაფრთხოების ახალი სისტემა რუსეთის გარეშე უნდა ააშენოს”- ოლივერ ვარჰეი

,,ევროპამ უსაფრთხოების ახალი სისტემა რუსეთის გარეშე უნდა ააშენოს,” – ამის შესახებ სტრასბურგში ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა.

მისივე თქმით, პრაღის სამიტის მონაწილეებმა აღიარეს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა გახდა პირდაპირი თავდასხმა ევროპულ და გლობალურ წესრიგზე.

„შეხვედრის დროს დაისვა მთავარი კითხვა – რა პრინციპებით უნდა მოვაწყოთ პოლიტიკური წესრიგი და უსაფრთხოება ევროპაში? უახლოეს მომავალში შეუძლებელია, წარმოვიდგინოთ უსაფრთხოების ახალი წესრიგი ან მშვიდობის ახალი არქიტექტურა ევროპაში, სადაც რუსეთი შეიძლება, იყოს განუყოფელი ნაწილი. ის რჩება გეოგრაფიულ მეზობლად და საერთაშორისო სისტემის წევრად, მაგრამ ახლა ჩვენ უნდა ავაშენოთ ახალი ევროპული უსაფრთხოების წესრიგი კრემლის გარეშე“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

 

მსგავსი თემები