,,ირანი აგრძელებს ტყუილის თქმას, თუმცა მსოფლიომ იცის, რომ რუსეთი უკრაინაში ირანულ დრონებს იყენებს”- ნედ პრაისი

,,მიუხედავად იმისა, რომ ირანი აგრძელებს ტყუილის თქმას, მსოფლიომ იცის, რომ რუსეთი იყენებს ირანულ დრონებს უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის,” – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაისი ”ტვიტერზე” წერს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, რუსეთი ირანისგან შეძენილ დრონებს, უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის და კრიტიკული სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ გამოიყენებს.

„სერიოზული შეშფოთება გამოვთქვით რუსეთის მიერ ამ უპილოტო საფრენი აპარატების ირანიდან შეძენის გამო. ჩვენ ახლა გვაქვს უამრავი მტკიცებულება, რომ ეს უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენება უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობისა და კრიტიკული სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ თავდასხმებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები