რუსეთმა უკრაინაში 66 650 ჯარისკაცი დაკარგა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. გენშტაბის ინფორმაციით, ოკუპანტებმა ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 66 650 ჯარისკაცი დაკარგეს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი – დაახლოებით 66 650; ​ტანკი – 2 567; ჯავშანტექნიკა – 5 255; საარტილერიო სისტემა – 1 646; სარაკეტო სისტემა – 372; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 189; თვითმფრინავები – 296; ვერტმფრენი – 243; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1 311; საკრუიზო რაკეტები – 329; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 4 005; გემი/ნავი/კატარღა – 16; სპეციალური აღჭურვილობა – 147.

მსგავსი თემები