​,,ხერსონთან დაკავშირებით რუსი მაღალჩინოსნების განცხადებები საინფორმაციო ფონის შექმნას ჰგავს, რითაც ტერიტორიიდან გასვლას გაამართლებენ”- ომის შესწავლის ინსტიტუტი

ომის შესწავლის ინსტიტუტის ექსპერტების განცხადებით, ​ხერსონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებული  რუსი მაღალჩინოსნების განცხადებები საინფორმაციო ფონის წინასწარ შექმნას ჰგავს, რითაც შემდეგ ტერიტორიიდან გასვლას გაამართლებენ.

ექსპერტების პროგნოზით, რუსული ძალები შეეცდებიან კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის დამბის დაზიანებას და ამით, ერთი მხრივ, გადაფარავენ უკან დახევას და მეორე მხრივ, შეანელებენ უკრაინელების წინსვლას ტერიტორიის დატბორვითა და წინაღობის შექმნით. მათივე განცხადებით, დამბის დარღვევისა და მისგან გამოწვეული მსხვერპლისთვის ბრალს უკრაინას დასდებენ.

როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოსახლეობის „ევაკუაცია“, რეალურად მათი გამოსახლება და რუსეთში გადასახლებაა, რასაც რეგიონის ეთნიკური წმენდა უდევს საფუძვლად.

მსგავსი თემები