,,აშშ აქ არის”- ენტონი ბლინკენი თურქეთს დამატებით დახმარება დაჰპირდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თურქეთს დამატებით 100 მილიონი დოლარის ჰუმანიტარულ დახმარებას დაჰპირდა.

მისი თქმით, ვაშინგტონი ანკარას გრძელვადიან დახმარებას გაუწევს, რათა დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ რეაბილიტაცია მოახერხოს.

„ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, დახმარება გაეწიოს მათ, ვისაც ეს სჭირდება, რომ ზამთარი გადაიტანოს და ფეხზე დადგეს, მაგრამ მარტივად რომ ვთქვათ, აშშ აქ არის. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ თურქ ხალხთან და სირიელ ხალხთან ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციების, პარტნიორების მეშვეობით. ჩვენ გავაგრძელებთ დახმარებას, ვიდრე ყველა საქმეს არ დავასრულებთ. სირიაში დახმარების უზრუნველყოფის კუთხით ძალიან რთული სიტუაციაა. როგორც ვთქვით, ვცდილობთ, მაქსიმალურად გავზარდოთ დახმარება, რომელიც ჩვენ და სხვებს შეგვიძლია უზრუნველვყოთ. სირიაში ზარალი ძალიან დიდია. ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, რომ სირიის მიმართ არსებულმა სანქციებმა ჰუმანიტარული დახმარების გაწევაზე გავლენა არ მოახდინოს“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

ბლინკენის თქმით,  პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აპირებს 50 მილიონი დოლარის გამოყოფას ლტოლვილთა და მიგრაციის სასწრაფო დახმარების ფონდებში (ERMA) თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის საპასუხოდ. ჯამში, ცნობილია, რომ აშშ-ის მიერ ორი ქვეყნისადმი გამოყოფილმა თანხამ 185 მილიონ დოლარს მიაღწია.

მსგავსი თემები