,,რაც არ უნდა გააკეთოს კრემლმა, ყირიმი, დონეცკი, ხერსონი, ლუგანსკი და ზაპოროჟიე უკრაინის სუვერენული ტერიტორიაა“- სახელმწიფო დეპარტამენტი

,,რუსეთის პრეზიდენტის განკარგულება უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე „საომარი მდგომარეობის“ გამოცხადების შესახებ სასოწარკვეთის ტაქტიკაა,” – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ვედანტ პატელმა განაცხადა.

მისივე თქმით, რაც არ უნდა თქვას ან გააკეთოს კრემლმა ყირიმი, დონეცკი, ხერსონი, ლუგანსკი და ზაპოროჟიე უკრაინის სუვერენული ტერიტორიაა.

„გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ რუსეთი სასოწარკვეთილ ტაქტიკას მიმართავს და ამ ოლქებში კონტროლის მოპოვებას ცდილობს. სიმართლე ისაა, რომ რუსეთი ამ რეგიონებში არ არის საჭირო და უკრაინაში ხალხი უარყოფს რუსეთის უკანონო შეჭრასა და უკრაინის ტერიტორიის ძალით დაპყრობას. რაც არ უნდა თქვას ან გააკეთოს კრემლმა, როგორც არ უნდა ცდილობდეს ქაღალდზე დადგენილებით თუ სხვაგვარად რამეს დაწესებას, ყირიმი, დონეცკი, ხერსონი, ლუგანსკი და ზაპოროჟიე უკრაინის სუვერენული ტერიტორიაა“, – განაცხადა პატელმა.

ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა

მსგავსი თემები