ზელენსკიმ რუსი ოლიგარქებისა და კომპანიების დასანქცირების შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსი ოლიგარქებისა და რუსული კომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ ორ განკარგულებას მოაწერა ხელი. ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა უკრაინული მედიის ეთერში განაცხადა.

„დღეს უკრაინის პრეზიდენტმა სანქციების ამოქმედების შესახებ ორ განკარგულებას მოაწერა ხელი, რომლებიც შემუშავებული იყო უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მიერ. ეს ძალიან დიდი, რთული და შრომატევადი სამუშაო იყო. მას შემდეგ, რაც დღეს ეს სანქციები გამოქვეყნდება, ვფიქრობ, იქ რუსეთის ფედერაციის ოლიგარქების საკმაოდ მოულოდნელი გვარები იქნება და ძალიან ბევრი კომპანია, საწარმო”, – განაცხადა დანილოვმა.

მსგავსი თემები