,,წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება კახა კალაძემ ამ ტვირთით გააგრძელოს საქმიანობა”- მიხეილ დაუშვილი

,,ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება კახა კალაძემ ამ ტვირთით გააგრძელოს საქმიანობა და იმ პოზიციაზე მუშაობა, რომელზეც იმყოფება,”- ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” წევრმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ბრალეულობა ვისაც მიუძღვის ყველამ პასუხი უნდა აგოს და ამას სჭირდება სწრაფი და ეფექტური გამოძიება.

„ეს არის სახელმწიფოს ჩავარდნა. როცა გაქვს სისტემურ ჯაჭვში ყველგან ჩავარდნა ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობის განცდა აღარავის აქვს, რადგამ სისტემა არ იმართება კანონის საფუძველზე, არამედ იმართება სახელისუფლებო პარტიის მიმართ მორჩილების საფუძველზე. ამიტომ არის საჭირო ყველაფერზე დროული რეაგირება. ამ ყველაფრის ყველაზე კარგი წამალია დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც ამოძირკვავს კორუფიულ, ნეპოტიზმის რისკებს და სახელმწიფო გამართულად იმუშავებს. მე ვფიქრობ, ეს სახელმწიფოს ჩავარდნაა”, – განაცხადა დაუშვილმა.

მსგავსი თემები