,,ერთი გოგონას გამოყვანა დაგვიანდა, მასთან შესვლას ვცდილობდი, მიჭირდა, რადგან დენის დარტყმა იგრძნობოდა”- დევი მეზურნიშვილი

მებაღე დევი მეზურნიშვილი, რომელმაც ვაკის პარკში, დენის დარტყმის შედეგად დაშავებული ბავშვები გადაარჩინა, უბედური შემთხვევის დეტალებს იხსენებს.

„ხალხი ითხოვდა დახმარებას. სადღაც იმ ტერიტორიაზე ვიყავი და გამოვიქეცი ხმის გაგონებაზე. ჩავედი აუზში, დავინახე, სამი ბავშვი იყო ჩაძირული, შევეცადე მათ გამოყვანას, რაც შემეძლო, გავაკეთე. ამ დროის განმავლობაში შადრევანიც გაითიშა. ერთი გოგონას გამოყვანა დაგვიანდა, ვიდრე ორი ბავშვი გამოვიყვანე და მასთან შესვლას ვცდილობდი, მიჭირდა, რადგან დენის დარტყმა იგრძნობოდა, დრო დაიკარგა. ყველანაირი დახმარება გავუწიეთ, რაც შეგვეძლო. უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი, ყველა ცდილობდა დახმარებას, რომ ბავშვებს როგორმე ამოესუნთქათ, ამასობაში სასწრაფოც მოვიდა“, – განაცხადა დევი მეზურნიშვილმა.

მსგავსი თემები