,,ხარკოვში უკრაინის წარმატებულ კონტრშეტევას კულმინაციისთვის ჯერ არ მიუღწევია”- ომის შემსწავლელი ინსტიტუტი

ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის შეფასებით, ხარკოვში, უკრაინის არმიის ერთთვიან წარმატებულ კონტრშეტევას კულმინაციისთვის ჯერ არ მიუღწევია და ახლა ეს შეტევა ლუგანსკის ოლქისკენ მიიწევს.

მათივე შეფასებით, ლუგანსკის ოლქის დასავლეთ ნაწილის რელიეფი შესაფერისია სწრაფი მანევრული ომის წარმოებისთვის, რომელიც უკრაინულმა ძალებმა ეფექტურად გამოიყენეს.

„უკრაინულმა ძალებმა 5 ოქტომბერს, ლუგანსკის ოლქში აიღეს ჰრეკივკა და მაკიივკა. ლუგანსკის ოლქის ხელმძღვანელმა სერჰი გაიდაიმ განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა 5 ოქტომბერს ლუგანსკის ოლქის სოფლების გათავისუფლება დაიწყეს. უკრაინულმა ძალებმა თავიანთი კონტრშეტევის მანევრული ფაზა, რომელმაც ახლა ლუგანსკის ოლქში მიაღწია, 6 სექტემბერს დაიწყეს“, – ნათქვამია ინსტიტუტის ანგარიშში.

მსგავსი თემები