,,მიხეილ სააკაშვილი არ არის უკრაინის ერთადერთი მოქალაქე, რომელიც სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე”- შალვა პაპუაშვილი

,,მიხეილ სააკაშვილს ჩადენილი აქვს დანაშაულები საქართველოს ტერიტორიაზე, ამ დანაშაულებს სხვათაშორის უკვე აღარავინ აღარ უარყოფს,” – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საქართველოს ხელისუფლებისადმი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უკრაინის ომბუდსმენის მიერ სააკაშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ მოწოდებებს.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს  დანაშაულები საქართველოს ტერიტორიაზე აქვს ჩადენილი.

„მიხეილ სააკაშვილს ჩადენილი აქვს დანაშაულები საქართველოს ტერიტორიაზე, ამ დანაშაულებს სხვათაშორის უკვე აღარავინ უარყოფს. ჩვენ ვნახეთ რეზოლუციაც, რომელშიც ერთი სიტყვაც არ არის ნათქვამი თითქოს მიხეილ სააკაშვილი უკანონოდ არის გასამართლებული, აღარავინ დავობს, შესაბამისად, ჩადენილი აქვს დანაშაული საქართველოს ტერიტორიაზე და სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე. როგორც ვიცი, ის, არ არის უკრაინის ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საქართველოს ციხეში იხდის სასჯელს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართულ მახრეს მოუწოდებს, „უზრუნველყოს სააკაშვილის სათანადო სამედიცინო დახმარება, ასევე დააკმაყოფილოს შუამდგომლობა მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების შესახებ, რათა ის გადაყვანილი იყოს ევროპის ან აშშ-ის კლინიკაში შემდგომი მკურნალობისთვის“.

მსგავსი თემები