,,უკრაინის პოტენციურ ნეიტრალიტეტზე საუბარი აღარაა, ჩვენი კურსი ნატო-ს წევრობაა,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინის ნატოში გაწევრიანება ჩრდილოატლანტიკურ ალანსს მხოლოდ გააძლიერებს.
„აღარ არის არანაირი საუბარი უკრაინის პოტენციურ ნეიტრალიტეტზე. ჩვენი კურსი ნატო-ს წევრობაა. ამ ომში ჩვენი მიზანია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის სრულად აღდგენა უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ამიტომ, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი წევრობა ალიანსს მხოლოდ გააძლიერებს“, – განაცხადა ერმაკმა.