,,პუტინის მხარდამჭერ ჯგუფებს შორის განხეთქილება დაიწყო”- ომის შემსწავლელი ინსტიტუტი

ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის ინფორმაციით, რუსეთში  სხვადასხვა რადიკალურ ფრაქციებს შორის უკრაინის ფრონტზე დამარცხების გამო, დაძაბულობა სულ უფრო მწვავდება.

ინსტიტურის ცნობით, დაძაბულობა სამ ძირითად ფრაქციას შორისაა: ომის ბლოგერები და კორესპონდენტები, ყოფილი რუსი ოფიცრები და ვეტერანები, საკუთარი რესურსების მქონე “ძალოვნები” (“ვაგნერის” შემქმნელი ევგენი პრიგოჟინი, ჩეჩნეთის ხელმძღვანელი, რამზან კადიროვი და სხვა).

როგორც ომის შესწავლის ინსტიტუტი აცხადებს, პუტინს სამივე ფრაქციის მხარდაჭერა სჭირდება, მაგრამ ფრონტზე დამარცხებისა და მათ შორის „ნაწილობრივი მობილიზაციის“ დროს არეულობის გამო, სავარაუდოდ დაპირისპირება დაიწყო. მათ შორის განხეთქილებამ  შეიძლება გავლენა იქონიოს პუტინის რეჟიმის სტაბილურობაზე.

მსგავსი თემები