,,უკრაინის წინააღმდეგ აგრესია მთელი რუსეთის ომია და არა მხოლოდ პუტინის”- მატეუშ მორავეცკი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის მატეუშ მორავეცკის განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ აგრესია არა მხოლოდ პუტინის, არამედ მთელი რუსეთის ომია. მისივე თქმით,  თანამედროვე რუსეთმა მეოცე საუკუნის ყველაზე საშინელი დემონები: კოლონიალიზმი, იმპერიალიზმი და ნაციონალიზმი გააღვიძა რის გამოც პასუხი უნდა აგოს.

,,უკრაინის წინააღმდეგ აგრესია მთელი რუსეთის ომია და არა პუტინის ომი. თანამედროვე რუსეთმა მეოცე საუკუნის ყველაზე საშინელი დემონები გააღვიძა – კოლონიალიზმი, იმპერიალიზმი და ნაციონალიზმი. ჩვენ გვეგონა, რომ ყველა ეს დემონი ბნელ წარსულში დარჩა, მაგრამ ისინი დაბრუნდნენ, კრემლი მათ რუსულ საზოგადოებაში პროპაგანდის იარაღად იყენებს. სამწუხაროდ, “რუსული სამყაროს” იდეოლოგია ძალიან ცოცხალია რუსეთში.  დასავლეთში, ბევრს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის, როგორც პუტინის ომის დანახვა სურს, თუმცა ეს “მთელი რუსეთის ომია”. რუსეთი უნდა შეიცვალოს, რათა მომავალში მეზობლებისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენდეს”, – განაცხადა მორავეცკი.

მსგავსი თემები