,,აშშ-ის დახმარება უკრაინის სამხედრო ძალებს ქვეყნის ოკუპანტებისგან გათავისუფლებაში უფრო ეფექტიანად დაეხმარება”- ალექსეი რეზნიკოვი

,,ამერიკის შეერთებული შტატების ახალი სამხედრო დახმარების პაკეტი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დაეხმარება, რომ უფრო ეფექტიანად გაათავისუფლონ ქვეყანა ოკუპანტებისგან, ”– ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, თავდაცვის მდივანს და ამერიკელ ხალხს.

„უსაფრთხოების სფეროში, დახმარების ახალი 625 მილიონის ღირებულების პაკეტი დაგვეხმარება, რომ უფრო ეფექტიანად გავათავისუფლოთ ჩვენი მიწები“, – წერს მინისტრი  „ტვიტერზე“.

 

მსგავსი თემები