,,უკრაინისთვის იარაღის მიწოდება ამტკიცებს ვაშინგტონის, როგორც კონფლიქტის მონაწილის სტატუსს”- რუსეთის ელჩი

,,აშშ-ის გადაწყვეტილება, გააგრძელოს კიევისთვის მძიმე იარაღის მიწოდება, ამტკიცებს ვაშინგტონის, როგორც კონფლიქტის მონაწილის სტატუსს,” – ამის შესახებ რუსეთის ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ანატოლი ანტონოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთი ამას აღიქვამს, როგორც პირდაპირ საფრთხეს ქვეყნის სტრატეგიული ინტერესებისთვის და ზრდის რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების რისკს.

“აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მიერ უკრაინისთვის სამხედრო პროდუქციის მიწოდება არა მხოლოდ ხანგრძლივ სისხლისღვრას და ახალ მსხვერპლს იწვევს, არამედ ზრდის რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პირდაპირი სამხედრო შეტაკების საშიშროებას”, – განაცხადა ანტონოვმა.

მსგავსი თემები