კიევის ოლქზე „კამიკაძე“ დრონებით შეტევა განხორციელდა

წუხელ, კიევს რუსეთმა „კამიკაძე“ დრონებით შეუტია. ინფორმაციას კიევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლექსი კულება ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, არის მსხვერპლი.

თავდასხმის შედეგად სხვადასხვა სამოქალაქო ობიქტებში ხანძარი გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულთა შესახებაც.

„გვაქვს ინფორმაცია ბილა-ცერკვაში რამდენიმე აფეთქების შესახებ. წინასწარი მონაცემებით, ქალაქს თავს „კამიკაძე“ დრონებით დაესხნენ. ამის გამო ინფრასტრუქტურულ ობიექტებში ხანძარი გაჩნდა“ – აცხადებს კულება.

ადგილზე მაშველები მუშაობენ.

მსგავსი თემები