„მხოლოდ დროის საკითხია, როდის განვდევნით ოკუპანტებს“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინელ მებრძოლებს წარმატებები აქვთ და წინ მიიწევენ. როგორც პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, რუსული ძალები დატოვებენ უკრაინას, თუმცა, დროის ამბავია, ეს როდის მოხდება.

„ბრძოლის წინა ხაზიდან კარგი ამბებია. მიმდინარე თავდაცვითი ოპერაციის ფარგლებში უკრაინის არმია საკმაოდ სწრაფ და ძლიერ წინსვლას აწარმოებს, ჩვენი ქვეყნის სამხრეთით… რუსული ფსევდორეფერენდუმისგან, მხოლოდ ამ კვირას, უკვე რამდენიმე ათეული დასახლებული პუნქტი გათავისუფლდა. ოკუპანატებისგან გათავისუფლებულია და სტაბილიზებულია დასახლებული პუნქტები – ლიუბიმოვკა, კეშჩენკოვა, ზოლოტაია ბალკა, ბელიაევკა, უკრაინკა, დავიდოვ ბროდი, დიდი და პატარა ალექსანროვკები. ეს არ არის სრული სია. ჩვენი მეომრები არ ჩერდებიან. მხოლოდ დროის საკითხია, როდის განვდევნით ოკუპანტებს მთელი ჩვენი მიწიდან“, – განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.

 

მსგავსი თემები