Forbes-ის ინფორმაციით, მობილიზაციის გამოცხადებიდან რუსეთი მილიონამდე ადამიანმა დატოვა

რუსულენოვანი Forbes-ის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული მობილიზაციის შემდეგ, ქვეყანა მილიონამდე ადამიანმა დატოვა.

როგორც მედიასაშუალება წერს ორი კვირის განმავლობაში ქვეყნიდან 700 000-დან მილიონამდე ადამიანი გავიდა.  არსებული ინფორმაციით,გასულების დიდი წილი, 90%-ზე მეტი ქვეყნიდან სწორედ უკრაინის ომში წასვლის შიშით გავიდა, დანარჩენები კი შესაძლოა, ტურისტებად ჩაითვალონ.

რაც შეეხება მიმღებ ქვეყნებს, ყველაზე დიდი წილი ფინეთზე, ყაზახეთსა და საქართველოზე მოდის.

 

მსგავსი თემები