ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ილონ მასკის მიერ ჩატარებულ ”გამოკითხვას” ეხმიანება.
„ძვირფასო ილონ მასკ, როდესაც ვინმე ცდილობს, მოიპაროს თქვენი Tesla-ს საბურავი, ეს არ აქცევს მას მანქანის ან საბურავების უკანონო მფლობელად. მიუხედავად იმისა, რომ ორივეს მტკიცებით, ამას ხმა დაუჭირეს. უბრალოდ ვამბობ“, – წერს ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა.
ცნობისთვის, „ტვიტერში“ SpaceX-ის დამფუძნებელმა, ილონ მასკმა გამოკითხვა ჩაატარა. ერთ-ერთი კითვა შეეხებოდა უნდა გადაწყვიტონ თუ არა დონბასსა და ყირიმში მცხოვრებლებმა, რუსეთის ნაწილი არიან თუ უკრაინის.