აშშ უკრაინას ოთხ ერთეულ HIMARS-ის ტიპის სარაკეტო სისტემას გადასცემს

აშშ უკრაინას 625 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტის ფარგლებში ოთხ ერთეულ „ჰაიმარსის“ სისტემას, საბრძოლო მასალებს, ნაღმებს და ნაღმების მიმართ მედეგს მანქანებს გადასცემს.

დახმარების ფარგლებში უკრაინაში, უახლოეს დღეებში შეიძლება გაიგზავნოს HIMARS-ის ოთხი გამშვები და მასთან დაკავშირებული რაკეტები, დაახლოებით 200 ერთეული MRAP-ის ჯავშანტექნიკა ჰაუბიცების საბრძოლო მასალა და ნაღმები.

ოფიციალურად ამის შესახებ განცხადება სავარაუდოდ სამშაბათს გაკეთდება. ეს რუსეთის მიერ უკრაინის კიდევ ოთხი ოლქის ანექსირების შემდეგ, პირველი დახმარების პაკეტი იქნება.

მსგავსი თემები