„წინსვლა გვაქვს დონეცსკში, აღმოჩენილია დანაღმული ტერიტორიებიც“ – პრეზიდენტი ზელენსკი  

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მიროლიუბოვკასა  და არხანგელსკოეში უკრაინელი სამხედროები შევიდნენ. პრეზიდენტის  ინფორმაციით, უკრაინულმა  არმიამ წარმატება დონეცკშიც მოიპოვა.

ოკუპანტებისგან გათავისუფლებულია სოფელი ტორსკოე. ამჟამად მიმდინარეობს ტერიტორიის დათვალიერება. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, აღმოჩენილია 100-ზე მეტი დანაღმული ობიექტი. ტერიტორიების დაბრუნებას წინ დაახლოებით 36 საათიანი აქტიური ბრძოლა უძღოდა. ოკუპანტებმა დაკარგეს ათამდე ტანკი, ჰაუბიცები, თავდაცვის სისტემები და უპილოტო საფრენი აპარატები. გენშტაბის ცნობით, ლიკვიდირებულია 300-ზე მეტი ოკუპანტი“ – აცხადებს ომში მყოფი პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში.

მისივე ინფორმაციით, ფრონტის ხაზზე კი ვითარება კვლავ უკიდურესად დაძაბულია.

„რუსული აგრესიის 222-ე დღეს ოკუპანტ ქვეყანას მნიშვნელოვანი დანაკარგი აქვს. მხოლოდ უკრაინის სამხრეთ ნაწილში ჩამოგდებულია 2 Ka-52 ტიპის ვერტმფრენი, განადგურებულია 5 ტანკი და 2 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, ლიკვიდირებულია 40 ოკუპანტი. წარუმატებლობას რუსი სამხედროები მშვიდობიან მოსახლეობაზე იერიშით პასუხობენ. გასული ღამის განმავლობაში რუსულმა არმიამ 10 სარაკეტო და 11 საავიაციო დარტყმა განახორციელა. დაიბომბა ზაპოროჟიე. დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი და სარეაბილიტაციო ცენტრი, სადაც სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები სწავლობდნენ“ – აცხადებს ზელენსკი.

შეგახსენებთ, რომ  223 დღეა, უკრაინა რუსეთის შემოტევებს უმკლავდება.

მსგავსი თემები