,,კუბილიუსს აქვს ბოდიში მოსახდელი ქართული საზოგადოების და ქართული სახელმწიფოს წინაშე”- ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც,  კობახიძემ ბოდიში უნდა მოუხადოს ვიოლა ფონ კრამონს.

უმრავლესობის ლიდერის თქმით, თავად კუბილიუსს აქვს ბოდიში მოსახდელი ქართული საზოგადოების და ქართული სახელმწიფოს წინაშე.

,,კუბლიუსი არის ჩართული იმ კამპანიაში, რომლის მიზანიც არის საქართველოს ქცევა მეორე ფრონტად. პირადად კუბილიუსი არის ჩართული. რა ამოძრავებს არ ვიცი, რა არის მისი მოტივაცია არ ვიცი, მაგრამ ამ კამპანიის ნაწილი, ნებსით თუ უნებლიეთ, ნამდვილად არის. აქედან გამომდინარე, კუბილიუსს აქვს ბოდიში მოსახდელი ქართული საზოგადოების და ქართული სახელმწიფოს წინაშე”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

,,კობახიძემ ვიოლა ფონ კრამონს ბოდიში დაუყოვნებლივ უნდა მოუხადოს”- ანდრიუს კუბილიუსი – (mcm.ge)

მსგავსი თემები