აშშ უკრაინისთვის დამატებით ერთი მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფას გეგმავს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის დამატებით ერთი მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფას გეგმავს.

არსებული ინფორმაციით,  დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს HIMARS-ის სარაკეტო სისტემებს, დრონების საწინააღმდეგო და სარადარო სისტემებს, ასევე სათადარიგო ნაწილს, ტრენინგებსა და ტექნიკურ მხარდაჭერას.

ამასთან, აშშ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ ჩატარებული ე.წ რეფერენდუმების გამო, მოსკოვისთვის სანქციების დაწესებასაც გეგმავს.

მსგავსი თემები