,,აფხაზმა მოხალისეებმა იარაღი აიღეს და დონბასის თავისუფლებას იცავენ”- ინალ არძინბა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო  საგარეო საქმეთა მინისტრის,  ინალ არძინბას განცხადებით,     მოხალისეების რაოდენობა, რომლებიც ტოვებენ აფხაზეთს, რათა მონაწილეობა მიიღონ უკრაინაში   “სპეცოპერაციაში” მუდმივად იზრდება.

„მობილიზაცია არ გვაქვს. მინდა გავამახვილო ყურადღება, რომ ჯერ კიდევ 2014 წლიდან აფხაზმა მოხალისეებმა იარაღი აიღეს და დონბასის თავისუფლებას იცავენ და მათი რიცხვი იზრდება. ეს, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, არის მსხვერპლი“, – განაცხადა არძინბამ.

არძინბას მტკიცებით, აფხაზებმა “დამოუკიდებლობა დიდი ტანჯვით და სისხლით” დაიცვეს და  დონბასის „თავისუფლება“ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

მსგავსი თემები