,,რაც არ უნდა რთული ვითარება იყოს, სერბეთი არ დანებდება და გაიმარჯვებს“- სერბეთის პრეზიდენტი

სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის განცხადებით, სიტუაციის დამშვიდება მნიშვნელოვანია, მაგრამ რაც არ უნდა რთული ვითარება იყოს, სერბეთი არ დანებდება და გაიმარჯვებს. მისივე თქმით, უახლოეს დღეებში, სავარაუდოდ, მოსალოდნელია ყველაზე დიდი პოლიტიკური ბრძოლა.

„მჯერა, კარგი ამბები გვექნება. იმედი მაქვს, ხვალ იქნება დეესკალაცია და ჩვენ მივაღწევთ მშვიდობას ახალი კომპრომისული გადაწყვეტილებებით. უახლოეს დღეებში ალბათ ყველაზე დიდი პოლიტიკური ბრძოლა გველის. მინდა, მადლობა გადავუხადო მათ, ვინც მხარი დაუჭირა სერბეთს, მათაც, ვინც იყო მართალი და გამოთქვა სწორი შეხედულება. ძალისხმევა იხარჯება დაძაბულობის დასამშვიდებლად. რაც არ უნდა რთული ვითარება იყოს, სერბეთი არ დანებდება და გაიმარჯვებს“, – განაცხადა ვუჩიჩმა.

კოსოვოსა და სერბეთს შორის შესაძლოა, მეორე ცხელი წერტილი გაჩნდეს – (mcm.ge)

მსგავსი თემები