,,ბრიტანეთი 2023 წელს კიდევ უფრო გაზრდის უკრაინის სამხედრო დახმარების დონეს”- ლიზ ტრასი

,,ბრიტანეთი 2023 წელს შეინარჩუნებს და კიდევ უფრო გაზრდის უკრაინის სამხედრო დახმარების დონეს,” – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრასმა, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩემი გზავნილი უკრაინელ ხალხს: დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს თქვენს მხარდაჭერას ყოველ ნაბიჯზე. თქვენი უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა“, – განაცხადა ლიზ ტრასმა.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, უკრაინა გაიმარჯვებს, პუტინი კი – არა.

„ნომერ პირველი საკითხი გლობალური უსაფრთხოებაა: დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია, ერთობლივად გავუმკლავდეთ რუსულ აგრესიას და დავრწმუნდეთ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს, პუტინი კი – არა“- აღნიშნა ლიზ ტრასმა.

 

მსგავსი თემები