,,უკრაინისთვის დახმარების გაწევის ტემპი უნდა შეესაბამებოდეს ჩვენი წინსვლის ტემპს”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,უკრაინისთვის დახმარების გაწევის ტემპი უნდა შეესაბამებოდეს ჩვენი წინსვლის ტემპს,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინის კონტრშეტევის შემდეგ, რუსული ძალები  ”პანიკაში არიან”.

,,ახლა ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ტემპი. გათავისუფლებული რაიონების სტაბილიზაციის ტემპი, ჩვენი სამხედროების წინსვლის ტემპი, გათავისუფლებულ ტერიტორიაზე ნორმალური ცხოვრების აღდგენის ტემპი და პარტნიორების დახმარების ტემპი. ჩვენ ამაზე გულწრფელად ვსაუბრობთ”, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები