„ისინი ცდილობენ, დაასრულონ მალე“ – ერდოღანი რუსეთზე

თურქეთს პრეზიდენტს ერდოღანის ინფორმაციით, რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმება მიღწეულია და მხარეები 200 ტყვეს გაცვლიან. როგორც ერდოღანი აცხადებს, აღნიშნული შეთანხმების მიღწევა თურქეთის შუამავლობით მოხდა.

„ახლა ჩვენ ვმუშაობთ ტყვეების კრიზისის გადასაჭრელად. გარკვეულ  ნაბიჯებს ვდგამთ და შემდეგ ეტაპებსაც მივაღწიეთ. მეორე მხრივ, ჩვენ გადავდგით ნაბიჯები მარცვლეულის დერეფანთან დაკავშირებით“, – აცხადებს ერდოღანი.

მან უზბეკეთში, სამიტის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრაზეც ისაუბრა, სადაც ვლადიმერ პუტინიც იმყოფებოდა და აღნიშნა, რომ მასთან ბევრი საკითხი გაიარა.

„მქონდა შეხვედრები პუტინთან უზბეკეთში. ისინი სინამდვილეში ცდილობენ, დაასრულონ ეს რაც შეიძლება მალე. მაგალითად, ამ ეტაპზე მიღწეულია შეთანხმება 200 ტყვეს გაცვლასთან დაკავშირებით. ეს არის კარგი განვითარება, რადგან ამით გადაიდგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ამჟამად მაღალჩინოსნები ამ საკითხის ტექნიკურ ნაწილს აგვარებენ“, – განაცხადა ერდოღანმა.

მსგავსი თემები