უკრაინელებმა რუსული სატვირთო გემი ჩაძირეს

რუსეთის ფედერაციის კუთვნილი გემი, რომელიც სამხედრო ტექნიკით იყო დატვირთული მდინარე დნეპრის ფსკერზეა, გემი უკრაინელმა სამხედროებმა ჩაძირეს. გემზე რუსი სამხედროებიც იმყოფებოდნენ.

ინფორმაციას უკრაინის ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“ ავრცელებს.

დნეპრზე ალტერნატიული გადასასვლელის მოწყობის მცდელობა ნოვაია კახოვკასა და კაზაცკის მიდამოებში, წარუმატებელი აღმოჩნდა. ჩვენებმა იარაღით, აღჭურვილობითა და პერსონალით დატვირთული ბარჟა ჩაძირეს“, – აცხადებენ სარდლობაში.

მსგავსი თემები