,,დონბასზე ოკუპანტების ამჟამინდელმა შეტევამ, შესაძლოა, რეგიონი დაუსახლებელი გახადოს”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის გაძლიერებული თავდასხმა და მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობები დონბასის რეგიონში, გენოციდის აშკარა პოლიტიკას გამოხატავს.

,,დონბასზე ოკუპანტების ამჟამინდელმა შეტევამ, შესაძლოა, რეგიონი დაუსახლებელი გახადოს. მათ სურთ პოპასნას, ბახმუტის, ლიმანის, ლისიჩანსკის და სევეროდონეცკი ფერფლად აქციონ ვოლნოვახასა და მარიუპოლის მსგავსად. რუსეთის საზღვრებთან ახლოს მდებარე ქალაქებსა და დასახლებებში, დონეცსკა და ლუგანსკში ისინი კრებენ ყველას, ვინც შეუძლიათ, რათა საოკუპაციო კონტინგენტში დაღუპულთა და დაჭრილა ადგილები შეავსონ. ეს ყველაფერი, მათ შორის ჩვენი ხალხის დეპორტაცია და მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობები, რუსეთის მიერ გატარებული აშკარა გენოციდის პოლიტიკაა,”- აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მსგავსი თემები