„საჭიროა ევროკავშირის სანქციების მერვე პაკეტი“ – პრეზიდენტი ზელენსკი

პრეზიდენტი ზელენსკი, რუსეთის მხრიდან სამოქალაქო ინფრასტრუქტურის აქტიურ დაბომბვაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ოკუპანტის შესაკავებლად, აუცილებელია მერვე პაკეტის ამოქმედება.

„ჩვენი თავისუფლებისა და თავისუფალი სამყაროს საერთო ღირებულებების რეალური დაცვა შესაძლებელია მხოლოდ უკრაინის გამარჯვების გზით“, – აცხადებს პრეზიდენტი.

მისი თქმით, სამოქალაქო ობიექტებზე შეტევა აქტიურად მიმდინარეობს, რადგან რუსეთი გრძნობს დაუსჯელობას.

ტერორისტ-სახელმწიფოს სურს აჩვენოს, რომ მსგავსი დარტყმებით შეუძლია, მოახდინოს თავისი სამხედროების სიმხდალისა და უნიჭობის, ასევე სანქციებისგან და ეკონომიკური იზოლაციისგან თავის არიდების ჩაშლილი მცდელობის კომპენსირება. ჩვენ უნდა ვუპასუხოთ, რომ რუსეთის მხრიდან ტერორის ნებისმიერ გამოხატულებას მოჰყვება  პრინციპული რეაქცია. საჭიროა ევროკავშირის სანქციების მერვე პაკეტი”, – აღნიშნავს  პრეზიდენტი.

 

მსგავსი თემები