„რაც უფრო ხარისხიანი მხარდაჭერა გვექნება, მით მალე დასრულდება ომი“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინას ყველაზე მეტად ანტისარაკეტო თავდაცვითი  სისტემები სჭირდება.  როგორც პრეზიდენტი ზელენსკი აცხადებს, აღნიშნულთან დაკავშირებით უკრაინა მოლაპარაკებას რამდენიმე ქვეყანასთან აწარმოებს. როგორც პრეზიდენტი განმარტავს, ხარისხიანი სისტემების მიწოდება დამოკიდებულია ომის მალე დასრულებასთან.

„მინდა, ხაზგასმით ვთქვა, რომ ეფექტური ანტისაჰაერო თავდაცვითი სისტემების საჭირო რაოდენობით გადმოცემის გარეშე, რუსეთი კვლავაც იგრძნობს დაუსჯელობას და გააგრძელებს ახალი გლობალური თუ ლოკალური კრიზისების პროვოცირებას.  უკრაინის დაცვა რუსული რაკეტებისგან ნამდვილად არის გლობალური უსაფრთხოების საბაზისო ელემენტი. უკრაინის მხარდაჭერას იარაღით, საბრძოლო მასალით, ფინანსებით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ევროპაში მშვიდობისთვის. რაც უფრო ხარისხიანი მხარდაჭერა გვექნება, მით მალე დასრულდება ომი“ – აცხადებს პრეზიდენტი.

 

მსგავსი თემები