დედოფლის დაკრძალვაზე რუსეთი არ მიიწვიეს, რასაც კრემლი ამორალურს უწოდეს

19 სექტემბერს, დედოფალ ელისაბედ მეორის დაკრძალვის ღონისძიებას რუსეთის ოფიციალური დელეგაცია არ დაესწრება, მიზეზი კი ის არის, რომ რუსეთი ცერემონიალზე არ მიიწვიეს. აღნიშნულ ქმედებას კრემლში ამორალურს უწოდებენ.

„ჩვენ ბრიტანეთის მცდელობას უკიდურესად ამორალურად განვიხილავთ, ეროვნული ტრაგედია, რომელიც მთელს მსოფლიოში მილიონობით ადამიანის გულს შეეხო, გეოპოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს, რათა ანგარიში გაუსწოროს ჩვენს ქვეყანას გლოვის დღეებში”, – აღნიშნულია რუსეთის  ფედერაციის საგარეო უწყების განცხადებაში.

მათივე შეფასებით რუსეთის არმიწვევა მკრეხელურია ელიზაბედ II-ის ხსოვნის მიმართ.

 

მსგავსი თემები