პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ უკრაინა ევროკავშირის 7 რეკომენდაციას ნოემბერში დაასრულებს

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანამ შეძლებისდაგვარად მაქსიმუმს აკეთებს ევროკავშირის რეკომენდაციის შესასრულებლად. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, მოლოდინი და გეგმაა, რომ ევროკავშირის შვიდი რეკომენდაცია ნოემბრის ბოლომდე შესრულდება.

„ნოემბერში უნდა შესრულდეს შვიდი რეკომენდაცია, რომელიც ევროკომისიამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას მოგვცა. ევროკომისიამ ინტეგრაციის კუთხით ჩვენი პროგრესის შეფასება, რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს. მომდევნო წელს კი ცხადი იქნება, როდის შეძლებს უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებას. ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“ – აღნიშნავს პრეზიდენტი.

 

მსგავსი თემები