აშშ უკრაინას 600 მილიონიან დახმარებას გადასცემს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის შეიარაღებით მომარაგებასა და სამხედრო აღჭურვას აქტიურად აგრძელებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაამტკიცა ახალი მხარდაჭერის პაკეტი, რომელიც უკრაინისთვის 600 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების  გადაცემას მოიაზრებს.

სამხედრო აღჭურვილობის ჩამონათვალი საკმაოდ დიდია და დეტალურად არც ვრცელდება, თუმცა, ცნობილია, რომ მასში შედის  „ჰაიმარსის“ ტიპის სარაკეტო სისტემები,  ღამის ხედვის სისტემები, განაღმვისთვის საჭირო საშუალებები და საარტილერიო ჭურვები.

 

მსგავსი თემები