პაპი ფრანცისკეს განცხადებით, ქვეყნებმა უკრაინას იარაღი უნდა მიაწოდონ   

პაპი ფრანცისკე უკრაინის ომთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ მას იარაღი თავდაცვისთვის სჭირდება. შესაბამისად, პაპი გამართლებულად მიიჩნევს მსოფლიო ქვეყნების დახმარებას უკრაინის მიმართ იარაღთან დაკავშირებით.

„ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელიც ასევე მორალური და მისაღებია. ეს არის თავდაცვა არა მხოლოდ კანონიერი, არამედ სამშობლოსადმი სიყვარულის გამოხატულებაა. ვინც რაღაცას არ იცავს, ის არ უყვარს. ისინი,ვინც იცავენ რაღაცას, ის უყვართ“, – აცხადებს პაპი.

მისივე შეფასებით,  სხვა ქვეყნისთვის იარაღის მიწოდება მაშინ იქნებოდა ამორალური, როცა ომის პროვოცირება ხდება.

პაპი უკრაინას დიალოგისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ დიალოგის პროცესის უარყოფა ნეგატიურად აღიქმება.

მსგავსი თემები