უკრაინა გერმანიისგან რაკეტებს, რეაქტიულ სისტემებსა და ჯავშანმანქანებს მიიღებს

გერმანიის თავდაცვის უწყება ადასტურებს ინფორმაციას უკრაინისთვის მორიგი შეიარაღების გადაცემის შესახებ. როგორც თავდაცვის მინისტრი კრისტინ ლამბრეხტი აცხადებს, საუბარია როგორც ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებზე, ისე ჯავშანმანქანებზე.

მთლიანობაში, გერმანია უკრაინისთვის MARS II-ის ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის ორ ერთეულ „დინგო-ს“ ტიპის 50 ჯავშანმანქანასა და 200 რაკეტას ამზადებს.

მინისტრი ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინის სასარგებლოდ შეთანხმება მოხდა საბერძნეთთან. კერძოდ, გერმანია საბერძნეთს „მარდერ“- ის ტიპის 40 საბრძოლო მანქანას გადასცემს,სანაცვლოდ კი საბერძნეთი უკრაინას საბჭოთა მანქანებს მიაწვდის, რომელიც მას სჭირდება.

მსგავსი თემები