„ხატია დეკანოიძემ აღიარა, რომ საქართველოს რეპუტაციის წინააღმდეგ მუშაობს“ – არჩილ თალაკვაძე

,,სერიოზულ კომენტარს ამ აბსურდულ სიასთან დაკავშირებით არ გავაკეთებთ,”- ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე  უკრაინულ პორტალზე გამოქვეყნებულ სიას, რომელიც 12 ქართველის, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნას შეეხება.

„ყველამ იცის, რომ რეალურად, ეს არის სააკაშვილის გუნდი, ვინც აქტიურობს და ცდილობს, რომ საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას ზიანი მიაყენოს და ახლა საქმე გვაქვს ისეთ შემთხვევასთან, როცა მელას თავის კუდი მოჰყავს მოწმედ. სააკაშვილს მოწმედ მოჰყავს თავისი თანაგუნდელები, რომლებიც არიან თანამდებობებზე უკრაინაში – აქედან სააკაშვილი და მისი ადვოკატები, იქიდან კი, სააკაშვილის მეგობრები ერთმანეთს უცვლიან განცხადებებს. ამიტომ სერიოზულ კომენტარს ამ აბსურდულ სიასთან დაკავშირებით არ გავაკეთებთ. ვიცით, როგორ უჭერს მხარს საქართველო უკრაინას ყველა საერთაშორისო ფორმატში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თალაკვაძის თქმით, ხატია დეკანოიძემ აღიარა, რომ საქართველოს რეპუტაციის წინააღმდეგ მუშაობს.

„ხატია დეკანოიძეს რაც შეეხება, მან დაადასტურა ის, რასაც ამ ქვეყანაში ბევრი ადამიანი ამბობს, რომ სინამდვილეში, საქართველოს წინააღმდეგ ეს დამაზიანებელი საინფორმაციო კამპანია სწორედ მათი პარტიის მიერაა ორგანიზებული და დაადასტურა, რომ მას აქვს ჩაბარებული ეს საქმე. ასევე მან აღიარა, რომ საქართველოს რეპუტაციის წინააღმდეგ მუშაობს“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

,,ინფორმაციას ჩვენ ვაწვდით, პირადად ვმუშაობ სანქციებზე”- ხატია დეკანოიძე – (mcm.ge)

უკრაინა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვს – (mcm.ge)

მსგავსი თემები