უკრაინა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვს

უკრაინის მიერ დაკომპლექტებული საერთაშორისო ექსპერტების  სანქციების ეფექტურობის ჯგუფმა 15-კაციანი სია შეადგინა, რომელთა დასანქირებასაც უკრაინული მხარე ითხოვს.

15-კაციანი სიიდან 12 ქართველია, მათ შორის არიან: ბიძინა ივანიშვილი, ალექსანდრე ივანიშვილი, ქეთევან ხარაიძე, ირაკლი რუხაძე, გიორგი კაპანაძე, უჩა მამაცაშვილი, ტატე მამაცაშვილი,  ვანო ჩხარტიშვილ, დავით ხიდაშელი, სულხან პაპაშვილი, ლევან ვასაძე, ოთარ ფარცხალაძე, ალექსეი პოლტავჩენკო, დმიტრი კორჟევი, დმიტრი ტროიცკი.

ცნობისთვის, სანქციების სამუშაო ჯგუფში შედიან ჯონ ჰერბსი – აშშ-ის ყოფილი ელჩი უკრაინაში, ასევე დევიდ კრამერი, უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

მსგავსი თემები