,,ინფორმაციას ჩვენ ვაწვდით, პირადად ვმუშაობ სანქციებზე”- ხატია დეკანოიძე

,,პირადად გავაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი დასანქცირდეს, ვინც უკრაინის გამარჯვებას ხელს უშლის და საქართველოს მოქალაქეების ნების საწინააღმდეგოდ მიდის, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ხელს უწყობს რუსულ გავლენებს, რა თქმა უნდა, უნდა იყოს სანქციების ქვეშ.

„ირაკლი კობახიძეს ვეტყვი, რომ მე, პირადად გავაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ სანქციების სია გაიზარდოს და პირადად გავაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი დასანქცირდეს, ვინც უკრაინის გამარჯვებას ხელს უშლის და საქართველოს მოქალაქეების ნების საწინააღმდეგოდ მიდის. ინფორმაციას ჩვენ ვაწვდით, მე, პირადად ვმუშაობ ამ სანქციებზე, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად და ეს ინფორმაცია, რაც თქვენ წაიკითხეთ კორუფციასთან ბრძოლის სააგენტოს საიტზე, არის რუსული კავშირები ბიძინა ივანიშვილი. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ხელს უწყობს რუსულ გავლენებს, რა თქმა უნდა, უნდა იყოს სანქციების ქვეშ და მე, პირადად ამისთვის გავაკეთებ ყველაფერს. ამიტომ, არა იმიტომ, რომ მე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა მიმაჩნია ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლად, არამედ იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილის ჩამოცილება და დასანქცირება მიმაჩნია ამ ქვეყნის გადარჩენად“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

მსგავსი თემები