გასული ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 12 595 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ერთი კვირის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსისგან 12 329 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა ექვსი პაციენტი.
ერთ კვირაში ქვეყანაში ჩატარდა 74 171 ტესტი. 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია – 16.98%.