სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში აცხადებენ, რომ ვაკის პარკის შადრევანზე საექსპერტო შეფასება მათ არ გაუკეთებიათ

ვაკის პარკის შადრევანში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადებას ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ავრცელებს და აცხადებს, რომ  შადრევანზე ჩატარებული სამუშაოების საექსპერტო შეფასება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ არ განხორციელებულა.

„ამ ტრაგიკული ფაქტის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით, საზოგადოების ინტერესი მაღალია და ვრცელდება არაერთი, გადაუმოწმებელი ინფორმაცია ექსპერტიზების შემსრულებელ ორგანიზაციასთან დაკავშირებით. გვინდა განვაცხადოთ, რომ ვაკის პარკის შადრევანზე ჩატარებული სამუშაოების საექსპერტო შეფასება, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ არ განხორციელებულა. ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ამჟამად ჩართულია საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში და დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები“,- ნათქვამია განცხადებაში.

 

მსგავსი თემები