ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 3,5 ათასი ფრთოსანი რაკეტა გამოიყენა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ყოველდღიურ ვიდეო მიმართვას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ 3,5 ათასი ფრთოსანი რაკეტა იქნა გამოყენებული.

პრეზიდენტი უკრაინელებს, რომლებიც სხვა ქვეყნებში ცხოვრობენ მოუწოდებს, გაავრცელონ სიმართლე რუსეთის დანაშაულების შესახებ.

„სხვადასხვა ფრთოსანი რაკეტის საერთო რაოდენობა, რომლებიც რუსეთმა ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენა, უკვე 3,5 ათასს უახლოვდება. რუსული არტილერიის დარტყმების დათვლა უბრალოდ შეუძლებელია – იმდენად ბევრია, იმდენად ინტენსიურია. ამავდროულად, ტერორისტი სახელმწიფო არ წყვეტს თამაშს საერთაშორისო სტრუქტურებთან და კიდევ ერთხელ თავხედურად მოიწვია გაერო-ს უშიშროების საბჭო, რათა განიხილოს საკუთარი პროვოკაციები, საკუთარი ტერორი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები