აშშ რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრის ჩაკეტვას მხარს არ უჭერს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი არ ეთანხმება უკრაინისა და რადენიმე სახელმწიფო ლიდერის ინიციატივას უკრაინის მოქალაქეებისთვის სახელმწიფო საზღვრის ჩაკეტვასთან დაკავშირებით.

„აშშ-ს არ სურს ჩაკეტოს თავშესაფრისა და უსაფრთხოების გზები რუსი დისიდენტებისთვის ან სხვებისთვის, ვინც დაუცველია.  მნიშვნელოვანია ხაზის გასმა რუსეთის მთავრობის ქმედებებსა და უკრაინაში მისი პოლიტიკასა და რუსეთის ხალხს შორის”, – აცხადებს  სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი.

მისივე განმარტებით, აშშ-მა იმუშავა მოკავშირეებთან, რომ დაეწესებინათ სანქციები, მათ შორის სავიზო შეზღუდვები კრემლის ოფიციალური პირებისა და მათი ხელშემწყობებისთვის.

“გავაგრძელებთ რუსეთის შეჭრაში მონაწილე პირების გამოვლენას და ხელს შევუწყობთ პასუხისმგებლობის დაკისრებას”, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

მსგავსი თემები