ერდოღანი აცხადებს, რომ მუშაობს ზელენსკისა და პუტინის პირისპირ შესახვედრად

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, მათი ერთ-ერთ მიზანი რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრაა. როგორც ერდოღანი განმარტავს, აღნიშნულის მისაღწევად ის აქტიურად მუშაობს.

„ჩვენი მიზანი თურქეთში პრეზიდენტ პუტინისა და ზელენსკის შეხვედრის ორგანიზებაა“ – აცხადებს რეჯეფ თაიფ ერდოღანი.

როგორც პრეზიდენტი განმარტავს, თურქეთი აგრძელებს ძალისხმევას ომის დასრულებისა და უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებისთვის.

“ჩვენი მიზანია, მოვახდინოთ თურქეთში პრეზიდენტ პუტინსა და ზელენსკის შორის მოლაპარაკებების ორგანიზება იმისთვის, რომ  მივაღწიოთ გრძელვადიან მშვიდობას”, – აღნიშნავს პრეზიდენტი ერდოღანი.

 

მსგავსი თემები