გზაზე ამოშვერილ უფუნქციო ბოძს ყოველ კვირა მანქანები „ასკდებიან“

ეს უფუნქციო, ძველისძველი, მორყეული რკინის ბოძები შუა გზაზე, სანზონაში, ერწოს 11-თანაა ამოშვერილი. ადგილობრივმა მოსახლეობამ იცის და შეგუებულია. შესაბამისად, ფრთხილობენ და მანქანებს არ აფუჭებენ. რაც შეეხება უცხოებს, კვირა არ გავა, ერთი მანქანა არ დაიმტვრეს.

ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა 2 დღის უკან მოხდა, რომელსაც „მედიაცენტრი მთავარი“ შეესწრო. მანქანა, რომელიც აღნიშნულ მონაკვეთზე აღმოჩნდა, უფუნქციო რკინამ, ისე დააზიანა, მისი შემთხვევის ადგილიდან „მოხსნა“ საკმაოდ გართულდა.

რკინის ძველისძველი ბოძი რისთვის ან რატომ არის აღნიშნულ მონაკვეთზე, არავინ იცის. თუ  ადგილობრივი არ ხარ, შეუძლებელია მას თავი აარიდო. ადგილობრივებიც, მშვიდად არიან, რადგან, იციან და ფრთხილად არიან. „სამოქალაქო პასუხისმგებლობა“ კი საერთოდ არ არსებობს.

შემთხვევის შედეგად, მძღოლმა (რადგანაც მანქანა დაზღვეული იყო), საპატრულო გამოიძახა. საპარტულომ, კი მძღოლი დააჯარიმა და ქულაც ჩამოაკლო. კითხვა, რატომ დგას ბოძი გზაზე, რომელიც არანაირ ფუნქციას ასრულებს და არაერთი მანქანა ჰყავს დაზიანებული, არავის დაუსვამს.

ინფორმაცია ნაძალადევის გამგეობას გადავეცით. ოპერატიულად მოვიდნენ, ტერიტორია დაათვალიერეს და თვითონაც გაკვირვებულები დარჩნენ – რა უნდა ამ ბოძს აქ, არანაირი ფუნქცია არ აქვს, რატომ არავინ დაგვირეკა, ეს ბოძი მოსახსნელია-ო. მადლობა გადაგვიხადეს ინფორმაციის მიწოდებისთვის და დაგვპირდნენ რომ რიკის სიმახინჯეს ოპერატიულად მოხსნიან.

P.S. „სამოქალქო პასუხისმგებლობის“ ოდნავ მეტი გრძნობა  რომ გვქონდეს, მსგავსი არაერთი პრობლების თუ ხიფათის თავიდან აცილება ნამდვილდ იქნებოდა შესაძლებელი. ამ შემთხვევაში კი ყველაზე მეტად სწორედ ის მძღოლი დაზარალდა, ვინც წესიერად მოიქცა, ჯარიმაც დააკისრეს და ქულებიც ჩამოაკლეს.

მსგავსი თემები