„მთავარი არხის“ წამყვან ლაშა ნაკაიძეს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დილის გადაცემის წამყვან ლაშა ნაკაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სხდომა დახურულ რეჟიმში გაიმართა,  რადგან ბრალდების მხარის განმარტებით საქმე სექსუალურ ძალადობას ეხება.

აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ბრალდების მხარე ითხოვდა. დაცვის მხარე კი გირაოს მოითხოვდა.

პროკურატურამ ლაშა ნაკაიძეს ბრალდება გაუპატიურების, ოჯახში ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტებზე წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

,,მთავარი არხის” წამყვანს გაუპატიურების, ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტებზე პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა – (mcm.ge)

მსგავსი თემები