,,არა, სად ეტენებოდით ამ მიწის ჩიჩქვნით ერთი გამაგებინეთ რა! ჩინური კომპანია, აზრზე არ იყო რას აკეთებდა”- თეა გოდოლაძე

დღეს, ქვათაცვენის გამო, რიკოთზე მოძრაობა ისევ შეიზღუდა. რიკოთის უღელტეხელზე განვითარებულ მოვლენებს დე­და­მი­წის შემ­სწავ­ლელ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ინ­სტი­ტუ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი თეა გოდოლაძე ეხმიანება.

,,რიკოთის მონაკვეთი მიეკუთვნება ძირულას მასივს. ძირულა არის ყველაზე ძველი ქანები ამიერკავკასიაში. 600 მილიონი წლისაა აპალაჩებზე ძველია. აპალაჩებისგან განსხვავებით, ეს გადაძველებული, მეტამორფული ქანები, დამატებით კიდევ განიცდის აქტიურ დეფორმაციას, დანაოჭებას, აზევებას! აშლილია ქანებიო დასკვნებში, მაგიტომ წერენ. არა, სად ეტენებოდით ამ მიწის ჩიჩქვნით ერთი გამაგებინეთ რა! დასკვნა, ის ჩინური კომპანია, აზრზე არ იყო რას აკეთებდა. რის შესახებაც ადრეც გაგვაფრთხილეს. თვითსტაბილიზაციისკენ მიდის ახლა სისტემა, თქვენ ჭკუაზე არ გაიაროს რა”,- წერს თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები